ENG GEO

Search form

ღონისძიებები

გამოფენის გახსნა 23 იანვარს 18:00-20:00 სთ Artarea Gallery დოდო აბაშიძის 10 თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VAADS) ფერწერის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა Artarea Gallery-ში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტების სამივე ჯგუფს სხვადასხვა პედაგოგები, მეორე კურსს თეა გვეტაძე, მესამე კურსს ნინო საკანდელიძე, მეოთხე კურსს კი გოგა მაღლაკელიძე ასწავლიდნენ. თუმცა სწავლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ის არის, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ლექტორებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობდნენ, რაც ერთმანეთის დაკვირვებით, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ურთიერთობით, ერთმანეთის სახელოსნოების თვალიერებით, ერთმანეთის მუშაობის პროცესის ყურებით ხდება. VAADS-ის ერთ-ერთი პლიუსი სწორედ ისაა, რომ სახელოსნოები გვერდიგვერდაა განლაგებული, რაც ინფორმაციის გავრცელებას სწრაფს და ხელმისაწვდომს ქმნის. ნებისმიერი პატარა დეტალი შეიძლება გახდეს ახალი იდეის წყარო, მაგალითად მეზობელ სახელოსნოში შემთხვევით აღმოჩენილი ახალი მასალა ან მოკლე რეპლიკა, რომელსაც დერეფანში ყურს შემთხვევით მოკრავ. ნებისმიერი ახალი იდეა კი ყოველთვის მომდევნო იდეის წინაპირობაა, ამგვარად ერთ სივრცეში არსებული სტუდენტების ეს ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტი წარმოადგენს რაღაც ჯაჭვურ მექანიზმს, რომელიც თავისსავე თავს ეხმარება მოძრაობაში, რადგან ჯანსაღი ურთიერთქმედება არასდროსაა ცალმხრივი. ეს გამოფენა სწორად ამ ვერბალური თუ აბსტრაქტული ურთიერთქმედებების შედეგს წარმოადგენს. ანასტასია ახვლედიანი ანა ჯიბლაძე სალომე ჯოხაძე სალომე ჩიგილაშვილი ლიზა ცინდელიანი შოთიკო აფციაური გიორგი გელაძე გიორგი ვარდიაშვილი თეკლა პაიჭაძე ნინი ხაბაზი თეო მასპი გამოფენა ღია იქნება: 24-27 იანვარი 12:00-18:00 სთ +995 599 230 997
23 Jan 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) გიწვევთ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება სამი მიმართულების: ვიზუალური ხელოვნების, კომუნიკაციის დიზაინის და ინტერიერის დიზაინის სტუდენტების ნამუშევრები. • ვიზუალური ხელოვნება წარმოდგენილი იქნება თეა გვეტაძის და გოგა მაღლაკელიძის ჯგუფების ფერწერული ნამუშევრები • კომუნიკაციის დიზაინი წარმოდგენილი იქნება ნესტან მამაცაშვილის და მარიამ ზალდასტანიშვილის ჯგუფების პოსტერები და ვიდეო რგოლი • ინტერიერსი დიზაინი წარმოდგენილი იქნება გოგა ჩხეტიას ჯგუფის პროექტები გამოფენის გახსნა 25 დეკემბერს 17:00-20:00 სთ ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) მეორე სართულის გალერეა და დიდი სახელოსნო იხ. ფბ ივენთი: facebook.com/events/1482447435135900/
25 Dec 2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბოტანიკისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე იხსნება ფიტოკლინიკა. კლინიკის პრეზენტაცია და მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება ორშაბათს, 25 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ფოიეში, 14:00 საათზე. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფიტოკლინიკა გთავაზობთ: •მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სამსახურს •მცენარეთა მავნებლების და დაავადებების ზუსტ დიაგნოსტიკას •რეაბილიტაციასა და მოვლას •სახლში გამოძახების სერვისს •მცენარეთა მოვლა-შენახვის სერვისს აგრარული უნივერსიტეტის ფიტოკლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც: •მცენარეთა სიჯანსაღეზე ზრუნავენ სპეციალური პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები და მკვლევარები •ფუნქციონირებს მცენარეთა პათოანატომისაა და პათოფიზიოლოგიის ცენტრი საკონტაქტო ინფორმაცია ნონა ჩხაიძე ტელ. 593 78 13 05 ელ.ფოსტა. no.chkhaidze@agruni.edu.ge
25 Dec 2017
23 დეკემბერს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი
23 Dec 2017
23 დეკემბერს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტე
23 Dec 2017
11 დეკემბერს, 17:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 423-ე ოთახში გაიმართება შეხვედრა ეკატერინე მაიერინგ- მიქაძესთან. ლექცია დისკუსიის ფორმატში: არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. დასწრება თავისუფალია
11 Dec 2017
დღეს, 11 დეკემბერს, 16:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკის მდუმარე ზონასთან), კულტურის პოლიტიკისა და კრეატიული ინდუსტრიების ექსპერტი რაგნარ სილი ჩაატარებს საჯარო ლექციას: “Culture and creativity as engines for growth and innovation” რაგნარ სილი შემოქმედებითი ეკონომიკის დარგში კვლევების ცენტრის - Creative Lab-ის დამაარსებელი და მთავარი პარტნიორია. იგი ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამის წამყვანი ექსპერტია. ამ როლში იგი კონსულტაციებს უწევს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერების საკითხებში მთავრობებს, კულტურის ოპერატორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში - ქვეყენბში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ხორციელდება. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. სამუშაო ენა - ინგლისური. ლექციის შესახებ: Culture and creativity are often understood as something less important, as if they are merely about ooks or entertainment. In 21st century, there is no place for that kind of old fashioned thinking. Culture and creativity are critical in terms of growth and development, employment and innovation, and developing skills that everyone needs to be competitive in the future. The speech will highlight how creativity can play pivotal role in tackling some of the most difficult challenges the world and our societies are facing.
11 Dec 2017
9 დეკემბერს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტ
9 Dec 2017

გვერდები