ENG GEO

Search form

სიახლეები

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო ქულის მიხედვით, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციულად ლიდერია. ასევე, უკვე ტრადიციულად მეორე საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი შეინარჩუნა აგრარულმა უნივერსიტეტმა. ამასთან, 2018 წელს გამოცხადებული ყველა ადგილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა შეავსეს (მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის). მეტიც, ორივე უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ადგილებთან შედარებით მეტი სტუდენტი მიიღო, რადგან, საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები უნივერსიტეტებში განსაზღვრული კვოტების გარეშე ირიცხებიან. წელს თავისუფალი უნივერსიტეტი ცხრა ოლიმპიელმა აირჩია (ეს უპრეცენდენტო შედეგია), ხოლო აგრარული ერთმა. შესაბამისად, თავისუფალმა უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ცხრა სტუდენტით მეტი მიიღო, აგრარულმა ერთით. ასევე, საუკეთესო ქულების მქონე ხუთი აბიტურიენტიდან ოთხი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საუკეთესო 10-დან - რვა, ხოლო საუკეთესო 15-დან - 13 გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. რაც შეეხება პროგრამების რეიტინგს, პირველი ოთხი ყველაზე რეიტინგული პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტზე მოდის და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო 10-ეულში თავისუფალი უნივერსიტეტის 6 პროგრამა შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ განახორციელა უკვე მეორე სამეცნიერო კვლევა მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის დარგში (პირველი ნაშრომი დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Modern Physics D). გიორგის ახალ კვლევაში შესწავლილია დამაგნიტებულ მბრუნავ მაგნიტოსფეროში დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის 3D-დინამიკა იზოტროპული ფოტონური ხახუნის პირობებში. ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. ასევე, მისი ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივშიც. გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში და მიღებული სამეცნიერო შედეგები "ცოდნის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით 2016 (მალტა) და 2018 (ჰელსინკი) წლებში ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. თავისუფალი უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ ამ სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
13 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა "პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლებისპრაქტიკაში". დახურვის ცერემონიაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, რომელმაც მონაწილეებს მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს ასევე მიმართეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნათია ხანთაძემ და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ქრეიგ მარტინმა. საზაფხულო სკოლა 4 დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი.
ტრადიციულად - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტე
მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა მოხსენება წაიკითხეს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (Central European University) ისტორიის კვლევის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციის თემა იყო „კრიზისთან გამკლავება“. მარიამ მოსიაშვილის მოხსენება პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს ეხებოდა: ,,Identity Crisis and Ever-Changing National Narratives in Post-Soviet Georgia”, ანი ტალახაძემ წაიკითხა მოხსენება ,,Vita Activa as the Way of Coping with Social Crisis and a Path towards Happiness”, ხოლო მარიამ მუმლაძემ წარმოადგინა ნაშრომი სათაურით: ,,How the social and political crises of Soviet Union are reflected on the Architecture”. სტუდენტების ვიზიტი ბუდაპეშტში ცოდნის ფონდმა დააფინანსა.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (ჩინური მიმართულება) კურსადმთავრებული დათო პაპაშვილი სრული დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას ჩინეთში. დათო ჩინეთის სამმა რეიტინგულმა უნივერსიტეტმა მიიღო: 1. ფუტანის უნივერსიტეტი (ქ.შანხაი) საერთაშორისო საჯარო მართვა (Master of International Public Policy (MIPP) ), საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა SIRPA (School of International Relations and Public Affairs Fudan University, Shanghai, China) რეიტინგით 1-ლ ადგილზეა შანხაიში, ხოლო QS World University Rankings- ის მიხედვით 43-ე ადგილზე მსოფლიოში. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა (SIRPA) არის წამყვანი სკოლა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევები QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-36 ადგილზეა (2017). SIRPA გამოირჩევა ძლიერი სასწავლო პროგრამებით ჩინეთის პოლიტიკასა და დიპლომატიაში, ევროპისა და აზიის გლობალურ საკითხებში, მართვასა და საერთაშორისო საჯარო პოლიტიკაში. 2. ერთადერთი აბრეშუმის გზის სკოლა მსოფლიოში, ჟენმენის უნივერსიტეტი (ქ. სუჭოუ, ჩინეთი) Silk Road School, Renmin University of China (Suzhou) სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ჩინეთის კვლევებში (Master of Contemporary Chinese Studies) აღინშნული სკოლა წელს გაიხსნა, მსოფლოს მასშტაბით შეარჩიეს ხოლოდ 80 აპლიკანტი, ხოლო დათო ერთადერთია საქართველოდან. პროგრამა ახალი ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივასთან “სარტყელი და გზა”. კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის დიპლომებთან ერთად გადაეცემათ ასევე სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM). 3. East China Normal University (Shanghai) სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში, თანამედროვე ჩინეთის კვლევები. ECNU უმაღლესი განათლების საერთაშორისო და რეგიონალური კვლევების სკოლა (SAIAS - School of Advanced International and Area Studies) ხაზს უსვამს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური საკითხების უახლესი კვლევების შესწავლას. SAIAS სპეციალიზირებულია რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ამერიკულ და ევროპულ კვლევებში. კვლევისა და სწავლების გარდა, თოთოეული პროგრამა ახორციელებს სასწავლო პროექტებსა და სტაჟირებებს საერთაშორისო კორპორაციებში, ასევე სასწავლო ვიზიტებს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა მორიგი ავტორიზაცია მიიღო სრული შესაბამისობით უმაღლესი განათლების უკლებლივ ყველა სტანდარტთან. ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის თანახმად, თავისუფალ უნივერსიტეტს გამოარჩევს: ○ სტუდენტზე მორგებული სწავლება, სტუდენტების უშუალო და ღია ურთიერთობით პერსონალთან. სტუდენტთა მიმართ ასეთი მიდგომა ასახავს უნივერსიტეტისათვის უაღრესად ინოვაციურ, არასტანდარტულ მიდგომას სწავლების პროცესისადმი; ○ უნივერსიტეტის მთელი პერსონალის და რესურსების ცალსახა შესატყვისობა უნივერსიტეტის მისიასთან, ისე როგორც ეს განსაზღვრული იყო მისი დამფუძნებლის მიერ. ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში აღნიშნულია, რომ: “[...] წარმატებაში წვლილი აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის გამიზნულად ჰორიზონტულ, არაბიუროკრატულ სტრუქტურას, საბჭოებისა და კომისიების მცირე რაოდენობას, მოკლე დისტანციას სტუდენტსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და მათ ორიენტირებულობას პრობლემის გადაწყვეტაზე. ასევე, შიდა ურთიერთანამშრომლობის მტკიცე სულისკვეთებას და მთელი პერსონალი გამორჩეულ ერთგულებას უნივერსიტეტის მისიისადმი და პრიორიტეტებისადმი.” ავტორიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებელთა განსაკუთრებულ ნდობას იმ გამოყენებადი ცოდნის მიმართ, რომელსაც სტუდენტები ღებულობენ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას, რაც უნივერსიტეტის გამართული ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური პერსონალის, სტუდენტთა უნარების განვითარებაზე ფოკუსირებისა და მმართველობის არაბიუროკრატიული სტილის შედეგია. თავისუფალი უნივერსიტეტის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე იყო გი ჰუგი, რომელიც ბოლონიის პროცესის ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლება.
თავისუფალი უნივერსიტეტის მათიმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილი ორი მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც იაპონიაში ჩატარდა. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა მიკრო და ოპტიკური სისტემების შესწავლასა და მათ დანერგვას თანამედროვე ტექნოლოგიებში. თორნიკეს მოხსენება ეხებოდა ოპტიკური გამაძლიერებლის მოდელის შექმნასა და მათ დანერგვას ფოტონურ ნანოსტრუქტურებში. მის მოხსენებებში მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო ოპტიკური კომპიუტერის შექმნის იდეაზე. თორნიკე უკვე ორი წელია მუშაობს პროექტზე, რომელიც ფინანსდება საქართველოსა და ევროპის ფონდების მხრიდან. მან ახლახანს დაამთავრა სამეცნიერო ნაშრომის დაწერა გერმანელ კოლეგებთან ერთად და წარადგინა გამოსაქვეყნებლად სამეცნიერო ჟურნალში. თორნიკეს სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ანნა დანელია სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, University of California, Berkeley-ში გააგრძელებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს სამართალში. აღნიშნული უნივერსიტეტი, 2018 წლის QS World University Rankings-ის მიხედვით, სამართლის მიმართულებით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. ანნა დანელიამ თავისუფალი უნივერსიტეტი 2016 წელს დაამთავრა. ამჟამად იგი მუშაობს “იუაი საქართველო”-ში (Ernst & Young) უმცროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე. ანნა, პარალელურად თავისუფალ უნივერსიტეტში, საგადასახადო სამართლის ლექტორების ასისტენტია სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე.

გვერდები