ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, ლევან თევდორაძე სწავლას ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) გააგრძელებს. ლევანი Master of Public Administration სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. პროგრამა ორწლიანია და ლევანის სასწავლო და საცხოვრებელ ხარჯებს თავად უნივერსიტეტი და განათლების საერთაშორისო ცენტრი სრულად უზრუნველყოფენ.
თავისუფალი უნივერსიტეტის 11-მა სტუდენტებმა, საერთაშორისო გამოცდების HSK-ის, HSKK-ის ჩაბარებისა და გასაუბრებების შედეგად, მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია, რაც ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნახევარწლიან ან ერთწლიან უფასო სტაჟირებას, საცხოვრებელსა და ყოველთვიურ სტიპენდიას ჩინეთის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის თიენძინის, ხანგჭოუს, სუჭოუს, ჭენგჭოუს, ცინგტაოს, სიანის უნივერსიტეტებში. საერთშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კიდევ შვიდმა სტუდენტმა ასევე მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სტაჟირებაზე და მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.
თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლადო რაზმაძე ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის ბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად გერმანული მხარე დააფინანსებს. ლადო რაზმაძე ფიზიკის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია რომლის ინტერესების განსაკუთრებული სფეროა თეორიული ფიზიკა. 2017 წელს იგი ერთი სემესტრის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტში. ამჟამად ლადო აქტიურად მონაწილეობს ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში და ამ კვლევების წინასწარი შედეგები ერევანში ახლახან გამართულ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. მიუხედავად იმასა რომ ლადოს შეეძლო სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგრძელებინა მან არჩევანი ევროპაზე გააკეთა და სექტემბრიდან სწავლას გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორის გიორგი მშვენიერაძის ხელმძღვანელობით) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)​ წარმოადგენდნენ. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი). სადაო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს და მას უქმნიდა მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითვალისწინებს. "ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი." - ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.
მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში - The Changing Nature of Work უნივერსიტეტების წარმატების მიმოხილვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტით იწყება. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ანგარიშში მოხვდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ნახსენებია, როგორც გლობალურად წარმატებული ორგანიზაცია. ციტატა მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან: "თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2007 წელს დაფუძნდა არამომგებიანი ორგანიზაციის მიერ და გახდა ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოში. [...] ეს წარმატება მიღწეულ იქნა უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, სტუდენტებზე მორგებული სასწავლო პროგრამებითა და დისკუსიებზე დაფუძნებული პედაგოგიკით. ყოველწლიურად უნივერსიტეტი ასობით ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს იზიდავს, ხოლო კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი დასაქმებულია ან აგრძელებს განათლების მიღებას შემდგომ სასწავლო საფეხურებზე." ანგარიშს სამუშაო ვერსია უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.worldbank.org/en/publication/wdr2019
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა დიმიტრი დეკანოზიშვილმა Frankfurt School Business Game-ში პირველი ადგილი მოპოვა! The Alliance of European Business Games საშუალებას აძლევს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს ყოველწლიურად გამართონ შეჯიბრი, სადაც 100 არჩეული სტუდენტი მუშაობს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების მიერ შედგენილ ქეისებზე, სადაც მათ რეალური პრობლემების გადაჭრის სტრატეგია უნდა წარმოადგინონ. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ დიმიტრიმ დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (Freie Universität Berlin-ის M.Sc. in Management & Marketing) და მუშაობა დაიწყო გერმანიის ერთ-ერთ წამყვან FinTech-ის ინდუსტრიის სტარტაპ Business Development Team-ში.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებული გიორგი ჭანტურია სრული დაფინანსებით ჩაირიცხა გერმანიის აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტის (RWTH Aachen University) სამაგისტრო პროგრამაზე. გიორგი ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ჩაერთო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და საკუთარი კვლევის წინასწარი შედეგები ჯერ 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე (ზაგრები) წარადგინა, ხოლო 2017 წელს მისი ნაშრომი დაიბეჭდა პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში (Physics of Plasmas) და მისინახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივშიც (https://goo.gl/6bY6LH). 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. სექტემბრიდან კი მისი სურვილის შესაბამისად მსოფლიოს ერთერთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობ
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, თორნიკე ასათიანი სექტემბრიდან სწავლას London Business School-ში MBA-ს პროგრამაზე გააგრძელებს. LBS ევროპაში ლიდერია ბიზნეს განათლების სფეროში და Forbes-ისა და Financial Times-ის რეიტინგებით მსოფლიოში ტოპ საერთაშორისო MBA პროგრამებში შედის. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ბრიტანული მხარე დაფარავს. თორნიკემ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM) 2014 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც მალევე წამოიწყო წარმატებული სტარტაპი ეკოლოგიურ საკონსულტაციო სფეროში.

გვერდები