ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი საბუნებისმეტყველო სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, თემურ ქანთარია და თენგიზ ქანთარია მიწვეულები იყვნენ პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე „EuroSciCon Conference on Chemistry 2018”. ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საგრანტო კონკურსით. ძმებმა ქანთარიებმა წარადგინეს სასტენდო მოხსენებები (პოსტერები) საკუთარი სადისერტაციო კვლევების შესახებ. კონფერენციაზე თემურ ქანთარია დააჯილდოვეს „საუკეთესო პოსტერის ჯილდოთი“. ძმები ქანთარიები ასევე მიიწვიეს შემდეგ კონფერენციაზე, რომელიც 2019 წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება.
პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education and Engagement (MIPAG) ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ჯეფ რენო - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გრანტოფიცერი და ნინო გაგუა - საგრანტო პროგრამების მენეჯერი. შეხვედრები გაიმართა MIPAG-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროგრამის Certified Public Policy Analyst-ის (CPPA) ლექტორებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრებზე განიხილეს პროგრამის როგორც მიმდინარე საკითხები და შედეგები ისე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პროგრამა CPPA ერთობლივად ხორციელდება თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო პოლიტიკის კვლევის გაუმჯობესება. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, მისი მეშვეობით უნივერსიტეტის ინტეგრირებას სამოქალაქო საზოგადოებაში და უნივერსიტეტის ჩართულობის გაუმჯობესებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირებაში.
3 მარტს პარიზში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Palais de Tokyo-ში წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერი სიტუაციონისტი (SITUATIONIST OFFICIAL). დიზაინერის შოუ იყო კოლაბორაცია VA[A]DS-ის დეკანთან, ირინა პოპიაშვილთან, რომელმაც წარმოადგინა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები - გიორგი გელაძე და სალომე ჯოხაძე. გიორგი გელაძის პერფორმანსი , შოუს ნაწილი იყო როდესაც ის მოდელების ტანსაცმელზე ახატავდა და აწერდა ტექსტს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი სანდრო მალუძე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. სანდრო ჩაირიცხა University of Massachusetts Amherst-ის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ამერიკული მხარე დაფარავს.
თავისუფალ უნივერსიტეტში კლიენტთა კონსულტირების ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრის შესარჩევ ეტაპზე ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრში გაიმარჯვა თბილსის თავისუფასლი უნივერსიტეტის გუნდმა. ვულოცავთ თეიმურაზ სვანიძეს, ლიკა კაპანაძეს და გიორგი მამუჩიშვილს და მათ მწრვთნელს ქეთი კობახიძეს გამარჯვვებას. შეჯიბრი ორგანიზებული იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG)
10 თებერვალს, ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი - გიორგი წერეთელი მიემგზავრება პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში, ერთი სემესტრით სასწავლებლად. ვიზიტი ფინანსირდება ერასმუს+ პროგრამით. შესაბამისი ხელშეკრულება ჩვენს უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა რამოდენიმე წლის წინ და გიორგი მეხუთე სტუდენტია, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს. პროგრამის ინიციატორია პროფესორი გოგი მელიქიძე, რომელიც არის ზელონა გორას უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში და იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლასთან. ზელონა გორას უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტის მსგავსად არის ახალი და მოკლე პერიოდში, ასევე დიდ წარმატებებს მიაღწია. კერძოდ, გასულ წელს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს ჰქონდა საუკეთესო მაჩვენებელი სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირების ინდექსით, პოლონეთის უნივერსიტეტებს შორის. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი მიმართულება არის ასტროფიზიკა, რითაც დაინტერესებულია გიორგი წერეთლი.

გვერდები