ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა ტრადიციული, კახა ბენდუქიძის სახელობის რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში. ყველა მოხსენების ზედმიწევნით განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან გიორგი არსენაძე, გიორგი ბახტაძე და თემურ ხვედელიძე. კომისიაში იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორები, ვაჟა ბერეჟიანი და ზაზა ოსმანოვი. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა როგორც პრეზენტაციის ხარისხს, ისე ჩატარებული კვლევის შინაარსს, ადეკვატურად პასუხების გაცემას დასმულ შეკითხვებზე და მიღებული შედეგების ორიგინალურობასა და სისრულეს. ჯამში, ყველა მოხსენება ჩაითვალა, როგორც ძალიან საინტერესო. გამარჯვებული სამი სტუდენტის ვიზიტს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ფინეთის დედაქალაქ, ჰელსინკიში ჩატარდება, ცოდნის ფონდი დააფინანსებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურდამთავრებული, გიორგი შარაბიძე, სწავლას აშშ-ში Ivy League-ს წევრ Cornell-ის უნივერსიტეტში MBA-ს მიმართულებით აგრძელებს. გიორგიმ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2012 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია Wings & Freeman Capital-ში მუშაობდა, ხოლო შემდგომ კი თიბისი ბანკში კორპორატიული დაკრედიტების მიმართულებით. გიორგი ამჟამად მეორე კურსის სტუდენტია, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანია Amazon-ში დაიწყებს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში.
თავისუფალი უნივერსიტე
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ახალი კულინარიული შოუ ჩემი სამზარეულოს წესები დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტი, ლიზა რურუა გახდა. შოუში მონაწილეობდა ექვსი გუნდი. თითოეული გუნდი სხვა მონაწილეებისთვის და ჟიურის წევრებისთვის ამზადებდნენ ვახშამს და მათგან იღებდნენ შეფასებებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ქართულ კულინარიულ შოუში რესტორანი, რომელიც კულინარიის აკადემიის და ტაბულას ერთობლივი პროექტი იყო, გამარჯვებულები ასევე იყვნენ ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტები ირკა ქელეხსაშვილი და ნიკა მეტრეველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწეული შედეგებით.
თუ ხარ სკოლის მოსწავლე და გაინტერესებს ინჟინერი
სამართალი პოპულარუ
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძემ, პრორექტორებმა - მარინა ქარჩავამ და ნათია სამუშიამ და რექტორმა - ვახტანგ ლეჟავამ. ცერემონიის მოწვეული სპიკერი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე იყო. ბაკალავრებისა და მაგისტრანტების გარდა, წელს პირველად, დიპლომი გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს. https://www.facebook.com/pg/FreeUni/photos/?tab=album&album_id=101560610...

გვერდები