ENG GEO

Search form

აგრუნის დოქტორანტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის მიმართულების დოქტორანტმა თემურ ქანთარიამ დოქტორანტების საგანმანათლებლო პროგრამების გრანტებით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

თემურმა წარადგინა 12-თვიანი პროგრამა: ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკების მიღება ამინომჟავრური პოლიესტერამიდების საფუძველზე, მათი მოდიფიცირება და in vitro ბიოშეთავსებადობის შესწავლა.  

პროექტი წარმოადგენს თემურნ ქანთარიას დისერტაციის ნაწილს, სადაც დაგეგმილია წამლის გადამტანი ნანომასშტაბური კონტეინერების მიღება ბიოდეგრადირებადი (ორგანიზმში დაშლადი) ამინომჟავური პოლიმერების საფუძველზე.
 
პროექტის ძირითადი მიზანია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე სრულიად ახალი, ბიოდეგრა­დირებადი, ბიოშეთავსებადი, მაღალი ბიოგანვლადობის და იმუნური სისტემის მიმართ მდგრადი ნანონაწილაკების მიღება.
 
პროექტი ითვალისწინებს მიღებული ნანონაწილაკების ზედაპირის მოდიფიცირებას - პოლიეთილენგლიკოლით დაფარვას და ასევე ნაწილაკებისთვის დადებითი მუხტის მინიჭებას, რაც გაზრდის ამ "ნანოკონტეინერების" ბიოშეთავსებადობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ბოლო ეტაპი მოიცავს მიღებული კატიონური პეგილირებული ნანონაწილაკების in vitro ბიოშეთავსებადობის შესწავლას სტაბილურ უჯრედულ ხაზებზე.
 
სამკურნალო პრეპარატების ორგანიზმში ბიოდეგრა­დირე­ბადი ნანოკონ­ტე­ინერების საშუალებით შეყვანა ინოვაციური მეთოდიარომლის დანერგვაც სამედიცინოპრაქტიკაში დიდი გარღვევა იქნებამსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია როგორც წმინდა პრაქტიკული (სამედიცინო) თვალ­სა­ზ­რისით, ასევე ფუნდამენტური მეცნიერების განვი­თარებისთვისაც.