ENG GEO

Search form

თავისუფალი აზროვნება - 2019

თავისუფალი უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს თავისუფალი აზროვნების კონკურსს. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული, ლოგიკური მსჯელობის უნარი და რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. კონკურსის პირველი ტური ჩატარდება პარალელურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მეორე და მესამე, დასკვნით ტურს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს:

I ტური - 2 მარტი

II ტური - 23 მარტი

III ტური - 6 აპრილი

 

თითოეულ ეტაპზე კონკურსანტებს დაესახებათ ამოცანა ან დაესმევათ კითხვა, რომელთაც მონაწილეებმა წერილობით უნდა გასცენ პასუხი.

 

ყოველ ეტაპზე დასმული საკითხი უფრო გართულდება და მონაწილეების უფრო მეტი უნარის გამოვლენას მოითხოვს.  

 

კონკურსის პირობებით არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ მსჯელობის თქვენ მიერ არჩეული გზა.

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

 

I პირველი ადგილი - 2500 ლარიანი გრანტი

II მეორე ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი

III მესამე ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი

 

*წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

*ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

 

რეგისტრაცია დასრულდება 26 თებერვალს.