ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის სტუდენტური კონფერენციიის გამარჯვებულები ფინეთში გაემგზავრებიან

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა ტრადიციული, კახა ბენდუქიძის სახელობის რიგით მეხუთე  სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში.

ყველა მოხსენების ზედმიწევნით განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან გიორგი არსენაძე, გიორგი ბახტაძე და თემურ ხვედელიძე.

კომისიაში იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორები, ვაჟა ბერეჟიანი და ზაზა ოსმანოვი.

კომისიამ უპირატესობა მიანიჭა როგორც პრეზენტაციის ხარისხს, ისე ჩატარებული კვლევის შინაარსს, ადეკვატურად პასუხების გაცემას დასმულ შეკითხვებზე და მიღებული შედეგების ორიგინალურობასა და სისრულეს.

ჯამში, ყველა მოხსენება ჩაითვალა, როგორც ძალიან საინტერესო.

გამარჯვებული სამი სტუდენტის ვიზიტს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ფინეთის დედაქალაქ, ჰელსინკიში ჩატარდება, ცოდნის ფონდი დააფინანსებს.