შტეფან ვან ვაზენის სალექციო კურსი | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

შტეფან ვან ვაზენის სალექციო კურსი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროფესორმა შტეფან ვან ვაზენმა (Stefan Van Waasen) ლექციათა კურსი წაიკითხა. კურსის თემა იყო: "გაზომვები და სენსორული სისტემები". 
შტეფან ვან ვაზენი (Stefan van Waasen) არის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის (ელექტრონიკისა და ანალიტიკის) დირექტორი და გერმანიის დუისბუგ-ესენ უნივერსიტეტის პროფესორი (Duisburg-Essen University).
ლექციათა კურსის დამთავრებისას ჩატარდა სტუდენტების შემაჯამებელი ტესტირება და მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროფესორ ვაზენის მიერ კამპუსში ჩატარებული ლექციათა კურსი რიგით მეორე იყო. შარშან ჩატარებული ლექციათა კურსის შედეგების მიხედვით მის მიერ მოხდა აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების 4 სტუდენტის შერჩევა, რომლებიც 2017 წლის სექტემბერში 2 კვირით იმყოფებოდნენ იულიხის კვლევით ცენტრში, ე.წ. „შემოდგომის ლექციების“ კურსის მოსასმენად. ასევე, პროფესორმა ვაზენმა იულიხის ცენტრის ელექტრონიკისა და ანალიტიკის ინსტიტუტში 6 თვის ვადით მკვლევარად მიიწვია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული მიქაელ გაგოშიძე (ამჟამად იქ იმყოფება), რომელიც სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს გერმანიაში სამაგისტრო პროგრამაზე.