ENG GEO

Search form

ზურა კაკუშაძის ახალი წიგნი

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ზურა კაკუშაძის ახალი წიგნის, 151 Trading Strategies (151 სავაჭრო სტრატეგია) უფასო 257 გვერდიანი ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
 
წიგნში შეგიძლიათ გაეცნოთ სტრატეგიების დეტალურ აღწერას მრავალრიცხოვანი აქტივების კლასებისა და სხვადასხვა სტილის მასშტაბით, როგორიცაა აქციები, ოპციები, ფიქსირებული შემოსავალი (მაგ. ობლიგაციები), ვადიანი გარიგებები, ETF-ები, ინდექსები, სასაქონლო აქტივები, უცხოური ვალუტა, კონვერტირებადი ობლიგაციები, სტრუქტურირებული აქტივები, ცვალებადობა, უძრავი ქონება, ზარალიანი აქტივები, ფულადი სახსრები, კრიპტოვალუტა, ამინდი, ენერგია, ინფლაცია, გლობალური მაკრო, ინფრასტრუქტურა და საგადასახადო არბიტრაჟი.
 
ზოგიერთი სტრატეგია ეფუძნება კომპიუტერული სწავლის მეთოდებს. წიგნი ასევე შეიცავს სტრატეგიების ტესტირების კომპიუტერულ კოდს, დაახლოებით 2000-მდე ბიბლიოგრაფიულ ცნობას, განსაზღვრავს 900-ზე მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ ტერმინსა და აკრონიმს და მათემატიკურ ცნებას. პრეზენტაცია არის აღწერითი და პედაგოგიური.
 
წიგნი ქვეყნდება Palgrave Macmillan-ის მიერ, რომელიც Springer Nature საერთაშორისო გამომცემლობის ნაწილია.