ENG GEO

Search form

MACS-ელი ნუცა ჩიჩილიძე iGeneration-ის გამარჯვებული გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტი - ნუცა ჩიჩილიძე iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა.
 
ნუცა სწავლას ოთხი წლით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში, ფონდის სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
 
პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა მგზავრობის სრულ ხარჯებს.
 
iGeneration არის კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მხარდაჭერაზე.
 
პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად ავლენს გამარჯვებულებს და არსებობის განმავლობაში, ყოველთვის თავისუფალი (ერთ შემთხვევაში აგრარულიც) უნივერსიტეტის სტუდენტი იმარჯვებდა.