ENG GEO

Search form

MACS-ის ორი სტუდენტი სწავლას ბუდაპეშტში გააგრძელებს

MACS-ელები, გიორგი ბესტავაშვილი და ბექა ბაბუნაშვილი სწავლას უნგრეთში, Budapest University of Technology and Economics-ში გააგრძელებენ. უნივერსიტეტი 1782 წელს დაარსდა, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.

გიორგიმ და ბექამ გაიმარჯვეს სასტიპენდიო პროგრამაში Stipendium Hungaricum.

წყვილს ეკუთვნის სოციალური პროექტი Sign&Sound, ელექტრონული ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას სმარტფონთან დაკავშირებისას სუბტიტრებად თარგმნის, რაც ამ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს უმარტივებს კომუნიკაციას. პროექტს არაერთი პრიზი აქვს მოგებული.

გიორგი და ბექა უნგრეთშიც აგრძელებენ პროექტის განვითარებაზე მუშაობას.