ENG GEO

Search form

გიორგი ბახტაძის მორიგი წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის დარგში უკვე მეორე სამეცნიერო კვლევა განახორციელა რომელიც მიღებულია გამოსაქვეყნებლად რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. იმავე ჟურნალში ორი წლის წინ დაიბეჭდა გიორგის პირველი კვლევა International Journal of Modern Physics D რომლის სამგანზომილებიან განზოგადებას წარმოადგენს უკანასკნელი ნაშრომი და სადაც შესწავლილია ნაწილაკების დინამიკა მბრუნავ მაგნიტოსფეროში ძლიერი ფოტონური ველის პირობებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაკალავრიატის სტუდენტისთვის ორი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება რეფერირებად ჟურნალში უაღრესად იშვიათი მოვლენაა. 

ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის ფარგლებში წარმოებული სხვა კვლევები შეგიძლიათ იხილოთ აქ.