ENG GEO

Search form

ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ჩივნინგის სტიპენდია მოიგო

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ანა ბერიძე სწავლას შიტლანდიაში, დანდის უნივერსიტეტის (University of Dundee) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. 

ანამ მიიღო ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია (Chevening Scholarship), რომელიც სრულად დაფარავს მისი სწავლის, შოტლანდიაში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.

Chevening ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა, რომლის მიზანია მოსფლიოში მომავალი ლიდერების აღმოჩენა და დაფინანსება.