ENG GEO

Search form

ხათუნა ფირცხალავა სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ხათუნა ფირცხალავა სწავლას სრული დაფინანსებით ჩინეთში გააგრძელებს.
 
ხათუნამ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია მოიპოვა. ის ასევე სტაჟირებას გაივლის ჭენგშოუს უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში ხათუნა მონაწილეობას იღებდა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მას წარმატებით აქვს ჩაბარებული ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდები ( HSK 2, 3, 4; HSKK 2- საშუალო დონის სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა).