ENG GEO

Search form

ელენე ჯანაძე სწავლას შოტლანდიაში, ირლანდიასა და ჩეხეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ელენე ჯანაძემ ჩააბარა ერასმუსის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე - IMSISS International Master in Security, Intelligence and Strategic Studies (საერთაშორისო მაგისტრატურა - უსაფრთხოება, დაზვერვა და სტრატეგიული სწავლებები).
 
ელენე უკვე შოტლანდიაშია და სწავლა დაიწყო გლაზგოს უნივერსიტეტში, შემდეგ სემესტრში სწავლას გააგრძელებს დუბლინის უნივერსიტეტში, ხოლო მომავალ წელს ჩარლზის უნივერსიტეტში, პრაღაში.
 
სამაგისტრო პროგრამას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი საერთაშორისო კავშირები სხვადასხვა კვლევით თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. შესაბამისად, ბოლო სემესტრისთვის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მათთვის სასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იმუშავონ სამაგისტრო ნაშრომზე. გარდა ამისა, არის საზაფხულო სკოლები ევროპის სხვადასხვა კუთხეში კიბერ-უსაფრთხოების, მიგრაციის, მონაცემთა ანალიზის, ონლაინ-ტერორიზმის ქსელების გამოკვლევის და სხვა მიმართულებებით.
 
პროგრამა აერთიანებს 37 სხვადასხვა ეროვნების 70-მდე სტუდენტს, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან.