ENG GEO

Search form

დემეტრე ურიდია გუგლში იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის კურსდამთავრებული დემეტრე ურიდია გუგლის ლონდონის ოფისში იმუშავებს.
 
დემეტრეს სამუშაო პოზიციაა Software Engineer, App & Store Integrity team.
 
მას შემოთავაზება ასევე ჰქონდა Amazon-დან და Facebook-იდან (META), თუმცა საბოლოო არჩევანი გუგლზე გააკეთა.
 
დემეტრე ურიდია MACS[E]-ს კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის პროგრამის ალუმნია.