ENG GEO

Search form

მარიამ ბერაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების (ESM) კურსდამთავრებული, მარიამ ბერაძე, რომელსაც მაინორად ჰქონდა არჩეული ჩინური ენა, სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.
 
მარიამმა მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია და ჩაირიცხა ჭენგჭოუს უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და გაეცნობა ჩინურ კულტურას.