ENG GEO

Search form

ელენე რამინაშვილი სწავლას ბელგიაში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ელენე რამინაშვილი, ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით, სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ბრიუგეში, College of Europe-ში, ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
ელენე საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ევროატლანტიკური მიმართულებით სწავლობდა, ხოლო მაინორ პროგრამად არაბული ენა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჰქონდა არჩეული.