ENG GEO

Search form

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის სპეციალობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია მსოფლიოში. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამამ პირველი ნაკადი მიიღო 2014 წელს. პროგრამა ფუნქციონირებს საქართველოში ყველაზე წარმატებული და რეიტინგული კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტრუქტურაში.

აღნიშნული სასწავლო პროგრამის გავლისას სტუდენტები ღრმად შეისწავლიან დაპროგრამირების ენებს, დაწერენ ალგორითმებს და მოახდენენ ინჟინერიის მრავალი პრაქტიკული ამოცანის გადაჭრას პროგრამირების საშუალებით. სტუდენტები მიიღებენ საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ფიზიკაში, ელექტრულ წრედებში, ციფრულ წრედებში, სიგნალების დამუშავებაში, ნახევარგამტარულ მოწყობილობებში, მიკროპროცესორში, თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებში. ყურადღება მიექცევა როგორც ლაბორატორიულ სამუშაოებს, ასევე ამოცანების გადაჭრას კომპიუტერული მოდელირებისა და სიმულატორების საშუალებით. ეს უკანასკნელი დაეხმარება სტუდენტებს თეორული ცოდნის ღრმად გაანალიზებაში. 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებში ინჟინერიის მიმართულებით. ჩვენს სტუდენტებს უკვე გამოქვეყნებული აქვთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. წარჩინებული სტუდენტები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტებში ინჟინერიის მიმართულებით. სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს.

  • კომპიუტერული ინჟინერია

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა